1. Chanel #5 – „სამუდამო სურნელი“ ასე უწოდებენ მას. ფრანგმა "Coco" შანელმა 1921 წელს გამოაქვეყნა. სუნამოს სურნელი ფორმულა შეადგინა ფრანგ-რუსმა ქიმიკოსმა და პარფიუმერმა ერნესტ ბოსმა. მისი ბოთლის დიზაინი წარმოადგენდა პროდუქტის მგრძნობელობის მნიშვნელოვან ნაწილს. სუნამოს პირველი სახე Coco Chanel იყო, რომელიც გამოჩნდა Harper's Bazaar- ის მიერ გამოქვეყნებულ რეკლამაში 1937 წელს ეს დახვეწილი და უკვდავი სუნამო დღემდე ყველაზე პოპულარულია. დღეს ქალებს ოდნავ სახეცვლილ, თანამედროვე სურნელს სთავაზობენ. ყვავილების ნოტებს სხვადასხვა არომატი აქვს დამატებული.
2. Estee Lauder Youth Dew – „ესტე ლაუდერმა“ ეს ძლიერი, მომხიბვლელი არომატი 1953 წელს შექმნა და დღემდე ყველაზე სექსუალურ სურნელად მიიჩნევა.
4. Angel by Thierry Mugler - ვარსკვლავის ფორმის ბოთლში მოთავსებული სუნამო უნიკალური ნაზავია კარამელის, თაფლისა და ვანილის ნოტების.
5. Coco by Chanel – სუნამო 1984 წელს გამოუშვეს და მის სახელში სიმბოლიზებულია კოკო შანელის იდუმალი პიროვნება. ეს არის აღმოსავლური სურნელი. მანდარინის, ფორთოხლის, ჟასმინისა და ვარდის ნოტების ნაზავი.
6. Creed Fantasia de Fleurs - ეს ყველაზე ძველი სუნამოა რაც კი ოდესმე შექმნილა და მისი შექმნა 1800-იან წლებს უკავშირდება. სუნამო ავსტრია-უნგრეთის დედოფლის, ელიზაბეტის თმებისთვის შექმნეს. Fantasia de Fleurs აქვს ძლიერი სურნელი და ის ოთხი კომპონენტისგან შედგება - ბერგამოტი, ვარდი, ირისი და ამბრი.
7. ტომ ფორდის „შავი ორქიდეა“ - ჩვენს სიაში ეს ყველაზე ახალი სურნელია. „შავი ორქიდეა“ 2006 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით დროს უძლებს. სუნამო ფრანგული ჟასმინის, შოკოლადისა და ვანილის ნოტების კომბინაციაა.
8. Yves Saint Laurent Opium - ეს ეგზოტიკური სურნელი 1977 წელს შექმნეს. სუნამო მანდარინის, ქლიავის, შროშანისა და ვარდის სურნელს აერთიანებს.
9. Christian Dior, Miss Dior – 1947 წლიდან დღემდე „მის დიორი“ ყველაზე რომანტიკულ სურნელად ითვლება. ამბობენ, რომ ეს არის ელეგანტური ქალის სურნელი.
10. Guerlain Shalimar - ეს არის პირველი აღმოსავლური სუნამო, რომელიც 1925 წელს შექმნეს. მისი შექმნა ინდოეთის იმპერატორის შა ჯაჰანისა და პრინცესა მუმთაზ მაჰაის სიყვარულითაა შთაგონებული, რომლებიც ინდოეთში 4 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ. სწორედ იმპერატორის სასიყვარულო ურთიერთობამ შთააგონა ჟაკ გერლაინი, რომელმაც შექმნა სუნამო Shamilar. ეს არის თბილი და სექსუალური სურნელი ჟასმინისა და ვარდის ნოტებით.
11. 212, Carolina Herrera – შეიქმნა 1997 წელს – 212 კაროლინა ერერას საყვარელი ქალაქის, ნიუ იორკის სატელეფონო კოდის სახელწოდებით. სუნამო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არომატია, თავად დიზაინერი ამ სუნამოს აღწერს როგორც პროვოკაციულს, ჯიშიანსა და მწველს. ის ყველაზე კეთილშობილი მცენარეებისგან შედგება. ესენია: სანდალი, მუსკუსი, მანდარინი, ბერგამოტი, აბრეშუმის ხე, კამელია, ატლასის ხე და ყვავილი სახელწოდებით „ღამის დედოფალი“. 212 ძალიან მგრძნობიარე და თითქმის ყველა გემოვნების დამაკმაყოფილებელი სუნამოა.
12. J’adore by Dior ორი საოცარი სუნის სრულყოფილი დაწყვილება - ვარდი და ბერგამოტი - ჟასმინის საწოლზე. J’adore ახერხებს უამრავი ხასიათი ჰქონდეს აგრესიულობის გარეშე. ეს არის ზოგჯერ მომაბეზრებელი სუნამო, რომელიც არასოდეს არავის ტოვებს გულგრილს, მაგრამ არც ზედმეტია. ბოთლის დახვეწილი დიზაინიც, რომელიც იდეალიზებული ქალური ფიგურაა, მთელი სიამოვნებაა თვალებისთვის და თითებისთვისაც.
13. L’air Du Temps By NINA RICCI ეს საკულტო არომატი 1948 წელს შეიქმნა. ნინა რიჩის ვაჟი, რობერტი სამოსზე მეტად არომატების მიღებით იყო დაინტერესებული, ის ოცნებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეექმნა ისეთი არომატი, რომელიც ქალბატობენისთვის ხალისის, სიხარულის, უდარდელობის და სიმშვიდის მიმნიჭებელი იქნებოდა.ფლაკონის თავსახურზე გამოსახული დეკორატიული მტრედები საოცრად ქალური და მოხდენილია. ამ სუნამოში 30 – ზე მეტ სხვადასხვა ინგრედიენტი ერწყმის და ქმნის მსუბუქ, ყვავილოვან სურნელს.
14. MIU MIU ბრენდის პირველი არომატი – და 100% წარმატება: შროშანის, ვარდისა და ჟასმინის სურნელი ისე მაცდურად და მიმზიდველად ჟღერს, რომ მაშინვე იპყრობს ყურადღებას. ამას ემატება წიწაკისა და მერქნის სურნელი, შედეგად არომატი ხდება ცივი, რაც თავის მხრივ მისი მფლობელის ირგვვლივ იდუმალებისა და ხელმიუწვდომლობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზიდვა და ხელის კვრა – სასიყვარულო თამაშის დასაწყისია!
15. DECADENCE – MARC JACOBS ზამახი – ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ყვავილი, მისი არომატის აღწერა სიტყვებით ძალიან რთულია, თუმცა დავიწყება – შეუძლებელი. რბილი და ცივი, ისეთი როგორც უნაზესი აბრეშუმი, რომანტიკასა და მარადიულ სიყვარულზე ოცნებებს აღძრავს. ამ სიყვარულის სიმბოლოდ შესაძლოა ვიღაცისთვის თქვენ იქცეთ.
16. EUPHORIA ESSENCE – CALVIN KLEIN არომატი, რომელიც ძირითად ინსტიქტს აღვიძებს: ჟოლოს, მაყვალსა და თეთრი შოკოლადის ჰარმონიული შერწყმა. ასეთი გემრიელი, მომნუსხველი, ტკბილი და მადის აღმძვრელი – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
17. ROSES DE CHLOÉ რა შეიძლება ვარდის ფურცლებზე უფრო სექსუალური და რომანტიული იყოს? Chloé -ს ახალ არომატში მთელი ვარდების ბაღია მოქცეული, რასაც ბერგამოტისა და მუშკის სასიამოვნო არომატი ერწყმის. მას აბრეშუმისა და ვნების სურნელი აქვს, თამაშობს კონტრასტებით და სამუდამოდ გამახსოვრებთ თავს.
18. EROS POUR FEMME – VERSACE სუნამო, რომელსაც სიყვარულის ღმერთის საპატივსაცემოდ "ეროსი" დაარქვეს, ის მამაკაცის სულში ყველაზე იდუმალ სიმებს ეხება და აიძულებს უცნობ ლამაზმანს ყველგან გაჰყვეს. კალაბრიული ბერგამოტი, ბროწეული და ჟასმინი – მძაფრი და ცხელი კოქტეილი, რომელიც გულში საოცარ გრძნობებს იწვევს.
19. L’EXTASE – NINA RICCI მგრძნობიარე და მათრობელა ყვავილების სურნელი: ეს არომატი წარმოადგენს ვარდის ფურცლების, თეთრი წიწაკის, მუშკისა და ქარვის სინთეზს. საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანი კომბინაცია, რომელიც ეჭვს არ იწვევს – შენ ყველაზე ვნებიანი ქალი ხარ, რომელსაც კი ის ოდესმე შეხვედრია.
20. NOBLE LEATHER – YVES SAINT LAURENT პაჩული, ქარვა და ვანილი ქმნის განუმეორებელ აღმოსავლურ არომატს, რომელიც ძალიან უჩვეულოდ და ვნებიანად ჟღერს. მდიდრული, მდგრადი, იდუმალებით სავსე – ეს სუნამო განსაკუთრებულად საბედისწერო ლამაზმანებისთვის შეიქმნა, რომლებიც მამაკაცების გულებს სამუდამოდ იპყრობენ.
ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს, მთავარია თქვენ არომატი შეარჩიოთ შესაფერისი და სიამოვნებას იწვევდეს თქვენში.




















Comments
Post a Comment